ენრიკე: “უნდა გავუმჯობესდეთ და ამას პირველი მე ვაღიარებ“
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი ლე ავრს დაუპირისპირდა და ბრედლი ბარკოლას გოლით 1:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.
ენრიკე:
„არ ვფიქრობ, რომ შედეგი მოედანზე რაც მოხდა, იმას ასახავს. აშკარად ჩვენ ვიმსახურებდით ამ მატჩის მოგებას. ბევრი მომენტი შევქმენით, პენალტიც გავაფუჭეთ. საბოლოოდ, შედეგი ნამდვილად არ ასახავს იმას, რასაც ვიმსახურებდით. მაგრამ იმისთვის, რომ გოლები დაიმსახურო, უფრო ზუსტი უნდა იყო. ეს მოთამაშის შიგნით ხდება — მან უნდა გაიაზროს, რომ თუ გინდა, ლე ავრში თამაში ტანჯვის გარეშე დაასრულო, უფრო ზუსტი უნდა იყო.
ტანჯვა? ეს მწვრთნელის ცხოვრებაა. მე სულ ვიტანჯები, ყოველ სეზონში. შარშან, როცა ყველაფერი მოვიგეთ, მაშინაც ძალიან ვიტანჯებოდით. ეს ტანჯვაა. საჭიროა სპეციფიკური მუშაობა. ამ მატჩის დროს გაბრაზებული და გაღიზიანებული ვიყავი, რადგან მეტს ვიმსახურებდით. მინდა, რომ მოთამაშეებმა თავდაჯერება დაიბრუნონ, მაგრამ ეს მარტივი არ არის.
უნდა გავუმჯობესდეთ და ამას პირველი მე ვაღიარებ. კმაყოფილი ვარ თუ არა გუნდის დაცვითი თამაშით? რაც შემიძლია ვთქვა, პირველივე დღეებიდან — ჩვენი შეტევაც და დაცვაც არ არის ნების ან უნარის საკითხი, არამედ სიზუსტის. შეგვიძლია ცოტა უფრო სტაბილურები ვიყოთ. თუმცა დამოკიდებულება საოცარია — ყოველდღე, ყოველ მატჩში.“
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და საკმაოდ აქტიურად თამაშობდა. მას გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მიზნამდე ცოტა დააკლდა. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი 71-ე წუთზე შეცვალა. შემდეგ ტურში პარი სენ ჟერმენი მონაკოს უმასპინძლებს.