გიორგი გულიაშვილი, რასინგი
Aa
Aa

დუბლი და საგოლე პასი - გულიაშვილმა კასტელონთან გაიბრწყინა

ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში სანტანდერის რასინგი კასტელონს ესტუმრა და მარტივად 3:1 დაამარცხა.

გიორგი გულიაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და სუპერ მატჩი ჰქონდა. ქართველმა თავდამსხმელმა გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

გიორგიმ ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა. გოლის გატანიდან რამდენიმე წუთში დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მის დარტყმულს მცველი გადაეფარა.

34-ე წუთზე გულიაშვილის გამოზომილ, ეფექტურ პასს მანტილა გამოეხმაურა და სხვაობა ორამდე გაიზარდა.

რასინგი გაჩერებას არ აპირებდა. პირველი ტაიმის მიწურულს, გულიაშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ზუსტი დარტყმით კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში სტუმრები ისეთი აქტიურები აღარ იყვნენ. მთავარმა მწვრთნელმა ქართველი თავდამსხმელი 67-ე წუთზე შეცვალა. რასინგმა კი მეტი გოლი ვეღარ გაიტანა და მატჩი, როგორც უკვე მოგახსენეთ 3:1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან თავი 79-ე წუთზე სუერომ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მატჩში გულიაშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა და სადებიუტო საგოლე პასი შეასრულა. შემდეგ ტურში, რასინგი კორდობას დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის, სანტანდერულ კლუბს 53 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე მყოფ კასტელონს 4 ქულით გაასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პენალტი მოიგერია | გუგეშაშვილის ბრწყინვალე დებიუტი ატრომიტოსში
პენალტი მოიგერია | გუგეშაშვილის ბრწყინვალე დებიუტი ატრომიტოსში