ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

სენტ-ეტიენმა პოს მოუგო | ზურიკომ 80 წუთი ითამაშა

ლიგა 2-ის 25-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ მე-11 ადგილზე მყოფ „პოს“ ესტუმრა და 3:0 გაიმარჯვა.

ანგარიში მესამე წუთზე ლიუკა სტასენმა გახსნა, საგოლე გადაცემა კი ირვინ კარდონამ მიითვალა. 64-ე წუთზე ზურიკომ პრეასისტი შეასრულა, სტასენმა კი ბოაკიეს პასით დუბლი გაიფორმა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბოაკიემ უკვე ჯოშუა დუფუსს გაატანინა - 3:0

ქართველმა ნახევარმცველმა 80 წუთი ითამაშა და Sofascore-ისგან 6.4-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 არაზუსტი ჩაწოდება, 23-დან 18 ზუსტი პასი (78%), 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 1 დარტყმა კარში, 33 შეხება ბურთთან, 4-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 1 ვარდნა და 9-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა.

ზურიკოს გამორჩეული მომენტები

25 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 46 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა, 45 ქულა აქვს „ტრუას“, რომელსაც „მწვანეებზე“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში ზურიკოს გუნდი 7 მარტს თებერვალს „რედ სტარს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძემ 90 წუთი ითამაშა - ბარსელონამ ვილიარეალი დაამარცხა
მიქაუტაძემ 90 წუთი ითამაშა - ბარსელონამ ვილიარეალი დაამარცხა