პენალტი მოიგერია | გუგეშაშვილის ბრწყინვალე დებიუტი ატრომიტოსში
საბერძნეთის უმაღლესი ლიგის 23-ე ტურში ატრომიტოსმა შინ პანსერაიკოსი 1:0 დაამარცხა. ატრომიტოსში ქართველმა მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში პენალტი მოიგერია, კარი მშრალად შეინახა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, Sofascore-მა ლუკას 8,4 დაუწერა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე 2025 წლის ზაფხულიდან პაოკ-ის საკუთრებაა, სეზონის პირველ ნახევარში რაზვან ლუჩსკუს გუნდში სათამაშო დრო ვერ მიიღო და ზამთარში იჯარით ატრომიტოსს შეუერთდა.
საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში 14 გუნდი მონაწილეობს. ამ მომენტში, როცა ტური ჯერ არ დასრულებულა, ატრომიტოსი 27 ქულით მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 7 მარტს არისს ესტუმრება.