ლაშა ბექაური
Aa
Aa

„გპირდებით, რომ იქ აჟღერდება ქართული ჰიმნი“ - ბექაური გულშემატკივრებს მიმართავს

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ტაშკენტის ტურნირზე წარსდგა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტისთვის ეს 2026 წელს პირველი ტურნირი იყო და ოქროს მედლის მოპოვება შეეძლო, თუმცა სამწუხაროდ, მიზანს ვერ მიაღწია.

ტაშკენტის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ბექაურმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

„ჩემო სიყვარულებო მადლობა გულშემატკივრობისთვის. უფალი ჩვენთან არის! მიყვარხართ. კარგი დასაწყისია. წინ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი გვაქვს და გპირდებით იქ აჟღერდება ქართული ჰიმნი!“ - წერს ბექაური.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 16-19 აპრილს, თბილისში გაიმართება, მანამდე კი საქართველოს დედაქალაქი ტრადიციულ გრანდ სლებს უმასპინძლებს, რომელიც 20-22 მარტს ჩატარდება. მსოფლიოს ჩემპიონატი კი 4-11 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოშია დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტაშკენტის გრანდ სლემი - ლაშა ბექაური ფინალში დამარცხდა
ტაშკენტის გრანდ სლემი - ლაშა ბექაური ფინალში დამარცხდა