ლაშა ბექაური
Aa
Aa

ტაშკენტის გრანდ სლემი - ლაშა ბექაური ფინალში დამარცხდა

ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში ლაშა ბექაური აზერბაიჯანელ მურად ფატიევს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ვაზარით და იუკოთი დამარცხდა.

ფინალი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და მსაჯმა ფატიევს მინიმუმ 2-ჯერ შიდო არ მისცა. ბექაურს კი პირიქით, პირველივე შესაძლებლობაზე შიდო დაუფიქსირა.

სამწუხაროდ, ფატიევმა ვაზარი შეასრულა და უპირატესობა გაიმყარა. დარჩენილ დროში, 2 გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გამარჯვება ვერ მოახერხა და ვერცლის მედალს დაეუფლა.

გახსენებთ, რომ ლაშამ ფინალამდე მიმავალ გზაზე ბობონოვი, კიმი და რიკუ ოკადა დაამარცხა.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები