კილიან მბაპე
Aa
Aa

მუხლის პრობლემები | მბაპე საფრანგეთში ჩავიდა და კონსულტაციები გაიარა

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ კილიან მბაპეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ფრანგ სუპერვარსკვლავს მუხლი დეკემბრის შემდეგ აწუხებს, რის გამოც რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა.

Marca-ს ცნობით, მბაპეს მდგომარეობაში პროგრესი არ შეინიშნება, რის გამოც იგი საფრანგეთში გაემგზავრა. კილიანი სამშობლოში გასულ კვირას იმყოფებოდა და რამდენიმე სპეციალისტთან გაიარა კონსულტაცია. მბაპე „ბენფიკასთან“ გამართულ განმეორებით შეხვედრას არ დასწრებია — იგი საფრანგეთში კლუბის ნებართვით ჩავიდა.

ესპანური გამოცემა აცხადებს, რომ ფრანგი შემტევი „ბლანკოსის“ სამედიცინო შტაბით ბოლომდე კმაყოფილი არ არის. მას მიაჩნია, რომ „რეალის“ ექიმებმა სამი თვის განმავლობაში ეფექტური გამოსავალი ვერ იპოვეს, რის შედეგადაც მისი სათამაშო ფორმა გაუარესდა, ამან კი ფეხბურთელის გაღიზიანება გამოიწვია.

ცნობისთვის, მბაპემ მარცხენა მუხლში დისკომფორტი 7 დეკემბერს იგრძნო და პრობლემები მას შემდეგ აწუხებს. 23 თებერვალს მას მოთმინების ფიალა აევსო და გადაწყვიტა, სერიოზული ნაბიჯები გადაედგა. ჯერჯერობით უცნობია, რა დიაგნოზი დაუსვეს კილიანს საფრანგეთში ან როგორია მისი რეაბილიტაციის გეგმა. ამჟამინდელი მონაცემებით, „რეალი“ „სიტისთან“ მბაპესა და ჯუდ ბელინგემის გარეშე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ იპოვეს უცნობი ქართველი თავდამსხმელი | AS-ის სტატია გულიაშვილზე
როგორ იპოვეს უცნობი ქართველი თავდამსხმელი | AS-ის სტატია გულიაშვილზე