RAF: მერაბ დვალიშვილის მეტოქე ჰენრი სეხუდო იქნება
ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC-ის სუპერვარსკვლავი მერაბ დვალიშვილი ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) ღონისძიებაზე ლეგენდარულ ოლიმპიურ ჩემპიონს ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.
შეხვედრა უკვე განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წყვილი RAF-ის ისტორიაში.
აღნიშნული ბრძოლა ბრძოლა მიმდინარე წლის 18 აპრილით თარიღდება.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და ჰენრი სეხუდო ერთმანეთს UFC 298-ზე შეხვდნენ და ბრძოლა დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა.
Henry Cejudo vs. Merab Dvalishvili already official for RAF 8#RAF6 pic.twitter.com/SSE08NL9M7
— Damon Martin (@DamonMartin) March 1, 2026