კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„უმადური უცოდინრები“ - რონალდუს და პორტუგალიის ნაკრებზე

კრიშტიანუ რონალდუს დამ, ელმა ავეირუმ, მისი ძმის თანაგუნდელების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა.

ელმამ ინსტაგრამის სთორიში გააზიარა პოსტი, რომელშიც მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელებში არსებულ რეაქციებზეა საუბარი.

„მაშინ, როცა პორტუგალიაში მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ არა კრიშტიანუ რონალდუ ეროვნული ნაკრების ძირითად მოთამაშედ, ამ დროს, კაპიტნის უცხოელი თაყვანისმცემლები მედგრად იცავენ თავიანთ კერპს. ეროვნული ნაკრების რამდენიმე მოთამაშის სოციალური ქსელების ანგარიშები გადავსებულია სხვადასხვა ქვეყნიდან რონალდუს ფანების კომენტარებით, რომლებიც ინგლისურ და არაბულ ენებზეა დაწერილი. ისინი კაპიტნის მიმართ მეტ პატივისცემასა და მისი მისამართით მეტი პასის გაკეთებას ითხოვენ.

ისინი საკუთარ ოჯახებსაც კი არ სცემენ პატივს, აღარაფერს ვამბობ ადამიანზე, რომელსაც არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდება და იქ მხოლოდ სიყვარულის გამო იმყოფება - უმადური უცოდინრები“,

- დაწერა ელმა ავეირუმ თავის გვერდზე

პორტუგალიის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრედ (1:1) ითამაშა. გოლით ჟოაო ნევეში გამოირჩა, თუმცა გუნდს ამის გარდა ბევრი არაფერი შეუქმნია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები