კრიშტიანუ რონალდუ, ჟოაუ ნევეში
Aa
Aa

“შეიძლება არ მოგწონდეთ, მაგრამ პატივი უნდა სცეთ“ - ნევეშმა რონალდუ დაიცვა

კონგოსთან მატჩის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს უამრავი ადამიანი აკრიტიკებს.

ლეგენდარული პორტუგალიელი მისმა თანაგუნდელმა ჟოაუ ნევეშმა დაიცვა და კრიტიკოსებს უპასუხა.

ნევეში:

„ვიცით, რა გააკეთა კრიშტიანუ რონალდუმ ჩვენთვის, ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის და მთლიანად მსოფლიო ფეხბურთისთვის. მაგრამ ამ მომენტში მანაც და ჩვენც ვიცით, რომ ის სხვებისგან არაფრით განსხვავდება. ის აქ იმისთვის არის, რომ გუნდს დაეხმაროს, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი.“

ნევეში სოციალურ ქსელში გულშემატკივრების კრიტიკასაც გამოეხმაურა:

„ერთი რამ ნათლად მინდა ვთქვა: თქვენი კომენტარები კრიშტიანუ რონალდუს შესახებ უპატივცემულო და არაპროფესიონალური იყო. შეიძლება ის არ მოგწონდეს, მაგრამ მას პატივი უნდა სცე.

საუბარია ადამიანზე, რომელსაც მოგებული აქვს 5 ოქროს ბურთი, 5 ჩემპიონთა ლიგა და რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. სწორედ მან შთააგონა მილიონობით ბავშვს ფეხბურთის თამაში, მათ შორის თქვენი თაობის ბევრ ფეხბურთელსაც.“

შეგახსენებთ, რომ კონგოს წინააღმდეგ ერთადერთი გოლი სწორედ ჟოაუ ნევეშმა გაიტანა. პორტუგალიის ნაკრები შემდეგ მატჩს უზბეკეთის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 23 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს არასწორია, ბოლო 15 წუთის მოთამაშეა | სქოულზმა და ბატიმ კრიშტიანუ გააკრიტიკეს
ეს არასწორია, ბოლო 15 წუთის მოთამაშეა | სქოულზმა და ბატიმ კრიშტიანუ გააკრიტიკეს