ზურიკო დავითაშვილი, ბეშიქთაში
Aa
Aa

„თუ ტროსარს ვერ იყიდიან...“ - Milliyet-ი ბეშიქთაშსა და ზურიკოზე წერს

ავტორიტეტული თურქული გამოცემა Milliyet-ი „სენტ-ეტიენისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევზე, ზურიკო დავითაშვილზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქართველი გარემარბის დამატებით თურქული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი, „ბეშიქთაშია“ დაინტერესებული, თუმცა მარცხენა გარემარბის პოზიციაზე სტამბოლური გუნდის პრიორიტეტად ლეანდრო ტროსარი რჩება.

„მას შემდეგ, რაც „ბეშიქთაში“ ელ ბილალ ტურემ და ჟოტა სილვამ დატოვეს, გუნდი მარცხენა გარემარბების გარეშე დარჩა. „შავი არწივების“ მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანო ფლანგურ შეტევებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ითხოვს, რომ ეს პოზიცია ისეთი ფეხბურთელით გაძლიერდეს, რომელიც გოლებითა და საგოლე გადაცემებით დიდ წვლილს შეიტანს გუნდის წარმატებაში.

„ბეშიქთაში“ ლეანდრო ტროსარის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ალტერნატივის სახით კი ზურიკო დავითაშვილის კანდიდატურა ჰყავს შერჩეული. ქართველი ფეხბურთელი „შავი არწივების“ რადარზე გასულ სეზონშიც იყო და თუ სტამბოლური კლუბი „არსენალს“ ვერ შეუთანხმდება, 25 წლის ქართველის შეძენას შეეცდება“.

შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენმა“ ლიგა 1-ში დაბრუნება ვერ შეძლო და გაისადაც რანგით მეორე დივიზიონში იასპარეზებს. ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და, დიდი ალბათობით, ზაფხულში „მწვანეებს“ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რომ შემეძლოს, დაუფიქრებლად წამოვიყვანდი“ - შირერს ინგლისის ნაკრებში კვარა სურს
„რომ შემეძლოს, დაუფიქრებლად წამოვიყვანდი“ - შირერს ინგლისის ნაკრებში კვარა სურს