მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„ვიცი, რომ შესანიშნავი შეხვედრა გვექნება“ - დვალიშვილი სეხუდოსთან ჭიდაობაზე

11 ივლისს, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საჭიდაო ორგანიზაცია RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება იქნება.

სეხუდოსთან დაპირისპირებაზე ცოტა ხნის წინ მერაბ დვალიშვილმა ისაუბრა:

„ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვიჭიდავებთ. ის MMA-ში დავამარცხე, მაგრამ ახლა ამ სპორტშიც კონკურენტუნარიანი ვარ და, რა თქმა უნდა, ჭიდაობაში მას მეტი შანსი აქვს. თუმცა, ხვალიდანვე ვიწყებ ვარჯიშს და ჩემი შემდეგი მიზანი სწორედ ჭიდაობაში ჰენრი სეხუდოს დამარცხება იქნება.

ჰენრი სეხუდო, უბრალოდ ჩამოდი ჩემს ქვეყანაში, საქართველოში და დანარჩენს მე მივხედავ. წაგაქცევ და შენსავე სპორტში დაგამარცხებ.

ახლა კი, მთელი პატივისცემით ჰენრი სეხუდოს მიმართ... დიახ, ვიცი, რომ ამჯერად ის აუცილებლად გამოცხადდება. ვიცი, რომ შესანიშნავი შეხვედრა გვექნება. ძალიან აღფრთოვანებული ვარ და მოდი, ხალხს მაგარი შოუ ვაჩვენოთ. ჩვენ უკვე ვიჩხუბეთ MMA-ში, ახლა კი დროა, RAF-ში ვიჭიდავოთ. შევეცდები, ჩემი ხალხი ისევ ვასახელო და ვიმედოვნებ, ის მექსიკელებს წარმოადგენს. იცით, ეს ძალიან მაგარი იქნება“.

ცნობისთვის, თბილისში RAF-ის ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილის გარდა გივი მაჭარაშვილი და ლადო ხინჩეგაშვილი იასპარეზებენ. ასევე, არსებობს შანსი, რომ საჭიდაო ხალიჩაზე გენო პეტრიაშვილიც ვიხილოთ. ქართველების გარდა, ჩამოდიან მსოფლიო ჩიდაობის ვარსკვლავები და UFC-ის მებრძოლებიც, მათ შორის კაილ სნაიდერი, არმან ცარუკიანი, ხამზატ ჩიმაევი, აბდულრაშიდ სადულაევი და სხვები. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მოჭიდავეების საბოლოო სია დაკომპლექტებული ჯერ კიდევ არ არის და გამომსვლელთ რაოდენობას შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი დაემატოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
RAF Georgia დადასტურდა! თბილისში დიდ ბრძოლებს ვიხილავთ
RAF Georgia დადასტურდა! თბილისში დიდ ბრძოლებს ვიხილავთ