„იბერიას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. რთული მატჩი გველის“ - იაია ტურე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში „იბერია 1999“ ბრატისლავის „სლოვანს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, იაია ტურემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა ტურემ:
„სტადიონი მართლაც ლამაზი და დიდებულია, გაზონიც კარგად გამოიყურება. რთულ მატჩს ველოდებით, მეტოქე გავაანალიზეთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავსა და ჩვენს თამაშს ვუყურებთ. თუ კონცენტრირებულები ვიქნებით, ჩვენს ამოცანებსა და გეგმას შევასრულებთ, მხოლოდ ჩვენზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება ყველაფერი.“
„ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვება უნდა იყოს. „იბერიას“ დიდი ხანია ვაკვირდებით და ამ ორმატჩიან დაპირისპირებას ძალიან სერიოზულად ვუდგებით. ჩვენი მეტოქის მიმართ სრული პატივისცემით, რომელსაც კარგი გუნდი ჰყავს, შინ კარგი შედეგით გვინდა დაბრუნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორი მატჩი გველის - ეს პირველი ტაიმია, ერთ კვირაში კი ბრატისლავაში მეორე გველოდება. ჩემი გუნდის მჯერა, მოედანზე 100 პროცენტს დავდებთ.“
„ყველა მოთამაშე, ვინც აქ ჩვენთან ერთად ჩამოფრინდა, ჯანმრთელადაა და მზადაა. კრისტიან მარტინესი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბრუნდება, მან ბევრი იმოგზაურა და ოჯახთან დასასვენებლად მართლაც ცოტა დრო ჰქონდა. ის ჩვენ მხოლოდ შაბათ-კვირას შემოგვიერთდა და ველოდებით, რომ საშინაო საპასუხო მატჩისთვის გუნდთან ერთად სრულ მზადყოფნაში იქნება.“
„მოუთმენლად ველი. ჯერ კიდევ როგორც ფეხბურთელს, მიყვარდა გამოწვევები და ისეთი მატჩები, სადაც სასწორზე რაღაც იდო. ხვალ სწორედ ეს დღეა, ჩვენ მზად ვართ“.
შეგახსენებთ, რომ „იბერია 1999“-სა და „სლოვანის“ მატჩი 21 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.