ამ მუნდიალის ყველაზე დიდი ძარცვა | როი კინი ნიკოს გაუქმებულ გოლზე
მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. „ფურია როხამ“ დამატებით დროში, ფერან ტორესის გატანილი გოლით 1:0 იმარჯვა და მუნდიალის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა.
„მან. იუნაიტედის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ვეტერანმა როი კინმა მუნდიალის ფინალში ნიკო უილიამსის გაუქმებულ გოლზე ისაუბრა.
„ახლახან ვნახე ამ მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დიდი ძარცვა. საჯარიმოში გაკეთებული პასის შემდეგ არავინ არავის შეხებია, ყველა მაღლა ახტა და უცებ ერთი არგენტინელი ფეხბურთელი ყვირილს იწყებს, მომდევნო წამს კი ორი მცველი მიწაზე წევს და ჯარიმას ითხოვს.
ნიკო უილიამსმა გოლი გაიტანა, ხოლო ემილიანო მარტინესი... რომელსაც საერთოდ არავინ შეხებია... რატომღაც ასევე იქ გდია და ჯარიმას ითხოვს. მსაჯი მომენტალურად უსტვენს. არავითარი VAR-ის გადამოწმება. არავითარი განმეორებითი ჩვენება. არანაირი შემოწმება იმისა, რეალურად იყო თუ არა საერთოდ რაიმე კონტაქტი. უბრალოდ გააუქმა. როგორც ჩანს, თუ ერთდროულად საკმარისი რაოდენობის არგენტინელი ფეხბურთელი წაიქცევა, ეს უკვე უტყუარ მტკიცებულებად ითვლება.
სიმართლე რომ ვთქვათ, პარედესი მოედანზე საერთოდ აღარც უნდა იყოს იმ ვარდნების შემდეგ, რაც დღეს შეასრულა, თუმცა რატომღაც ერთადერთი რამ, რაც მსაჯმა მომენტალურად შეამჩნია, უხილავი ჯარიმა იყო.“
ამ მომენტთან დაკავშირებით ბენ იაკობსმა დაწერა:„ნიკო უილიამსის გაუქმებული გოლი. მსაჯებმა ჩათვალეს, რომ შეტევის განვითარებისას მიკელ მერინომ ნიკოლას ოტამენდის ფეხზე დააბიჯა. სანამ უილიამსი ბურთს ბადეში გაახვევდა, მერინოსა და ემი მარტინესს შორის განსაკუთრებული არაფერი შეიმჩნეოდა''.