ბორენა ცერცვაძე
Aa
Aa

აწონვების ცერემონია და ბოლო პირისპირ დგომი - ბორენა ცერცვაძე ბრძოლისთვის მზადაა!

რამდენიმე საათში, პრესტიჟული MMA-ს ორგანიზაცია PFL-ში ქართველი მებრძოლი, ბორენა ცერცვაძე თავის მეორე ბრძოლას გამართავს. ბორენას მეტოქე გამოცდილი მექსიკელი მებრძოლი, ვიქტორია ალბა იქნება.

ცოტა ხნის წინ, ქართველი და მექსიკელი მებრძოლები აწოვნების ცერემონიალზე წარდგნენ და ჩხუბამდე ბოლო პირისპირ დგომიც ჰქონდათ.

ბორენა ცერცვაძისა და ვიქტორია ალბას ჩხუბი 19 ივლისს, საქართველოს დროით 01:30 საათიდან დაიწყება და ივენთის პირველივე ბრძოლა იქნება.

ბორენა ცერცვაძეს MMA-ში 7 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 6 მოიგო, ერთში კი დამარცხდა. სამწუხაროდ, ქართველ მებრძოლს ერთადერთი მარცხი სწორედ PFL-ის სადებიუტო ბრძოლაში აქვს და იმედი ვიქონიოთ, რომ რამდენიმე საათში, ორგანიზაციაში მოგება-წაგებათა ბალანსს გაათანაბრებს.

რაც შეეხება ვიქტორია ალბას, 33 წლის მექსიკელ მებრძოლს კარიერაში 8 ბრძოლა აქვს გამართული და მისი რეკორდი 6 მოგება და 2 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარია განვითარდე და არ დანებდე“ - ბორენა ცერცვაძე დვალიშვილს შეხვდა
„მთავარია განვითარდე და არ დანებდე“ - ბორენა ცერცვაძე დვალიშვილს შეხვდა