„მთავარია განვითარდე და არ დანებდე“ - ბორენა ცერცვაძე დვალიშვილს შეხვდა
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, PFL-ში რიგით მეორე ჩხუბის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, შერეული ორთაბრძოლების ქართველ მებრძოლს ბორენა ცერცვაძეს UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის პირველი ნომერი მერაბ დვალიშვილი შეხვდა და წარმატებები უსურვა. „მანქანასთან“ შეხვედრის შესახებ ცერცვაძემ საზოგადოებას რამდენიმე საათის წინ შეატყობინა და სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი მიუძღვნა.
ბორენა ცერცვაძე
ორი წლის უკან პირველად საქართველოში ვნახე, ალბათ სულ 15 წუთით, მაშინ ზღვარზე ვიყავი, ვფიქრობდი იქნებ ჯობდეს შევეშვა, სწორედ იმ ქართული სტერეოტიპების გამო რაც საქართველოში გვაქვს ,,გოგო ხარ არაფერი გამოგივა’’…
მიუხედავად იმისა, რომ მქონდა მხარდაჭერაც, ეს ნეგატიური ნასროლი სიტყვები არასდროს მანებებდა თავს და გარკვეულ წილად ყოველთვის ვეჯახებოდი რეალობას, რომ ვიყავი გოგო რომელმაც არსაიდან დაიწყო mma-ის კარიერა და ფუჭ იმედებს იქმნიდა. ამ დროს ჩემთვის პატარა ნაპერწკალიც კი იყო მიზეზი, არ დამენებებინა თავი.
ერთადერთი კითხვა რაც დავუსვი, მქონდა თუ არა ამ ასაკში შესაძლებლობა იმის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია, პასუხი -,,შესაძლებლობა ყოველთვის არის მთავარია განვითარდე და არ დანებდე…’’
ჰოდა მეც არ დავნებდი და ამერიკაშიც შევხვდი. გუშინ იქ ვიყავი, დღეს აქ ვარ, ასეთია ცხოვრება, თუ იშრომებ და არ დანებდები ხვალ სად იქნები კაცმა არ იცის
,,სიტყვას რომელსაც ადამიანს ვეუბნებით შესაძლოა მისი ცხოვრება ან კარგისკენ ან ცუდისკენ შეცვალოს.