ბორენა ცერცვაძე
Aa
Aa

მეორე ჩხუბი PFL-ში | ბორენა ცერცვაძე ოქტაგონს უბრუნდება

ბორენა ცერცვაძე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში, PFL-ში, მეორე ჩხუბს გამართავს. ქართველი მებრძოლი 18 ივლისს (თბილისის დროით 19 ივლისს), ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში დანიშნულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ცერცვაძის მეტოქე ვიქტორია ალბა იქნება. ალბა 33 წლის მექსიკელი მებრძოლია, რომელსაც კარიერაში გამართული 8 ორთაბრძოლიდან 6 მოგება და 2 წაგება აქვს. ვიქტორიამ ორჯერ ტექნიკური ნოკაუტით/ნოკაუტით, ერთხელ მახრჩობელა ილეთით, ხოლო სამჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა.

მექსიკელი მებრძოლი LUX Fight League-ში ასპარეზობდა და PFL-ში სადებიუტო ორთაბრძოლას ჩაატარებს. მის ანგარიშზე ზედიზედ ოთხი გამარჯვებაა. ბოლოს მან 2025 წლის ნოემბერში იჩხუბა და ივონ კაროს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

რაც შეეხება ცერცვაძეს, ბორენას 6-დან 6 მოგება ჰქონდა, მაგრამ PFL-ში ჯენა ბიშოპთან პირველ რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დამარცხდა. ბიშოპი უაღრესად გამოცდილი მებრძოლია, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქალ მებრძოლთან, დაკოტა დიტჩევასთან, აქვს ნაჩხუბარი. სხვადასხვა დროს ბიშოპს Bellator-სა და LFA-ში უასპარეზია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ | პერეირამ ილიასა და ჰოკიტზე ისაუბრა
„ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ | პერეირამ ილიასა და ჰოკიტზე ისაუბრა