ილია თოფურია, ალექს პერეირა
Aa
Aa

„ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ | პერეირამ ილიასა და ჰოკიტზე ისაუბრა

ალექს პერეირამ MMA Fighting-ს ინტერვიუ მისცა და UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციაზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლი, ჯოშ ჰოკიტი, „პოატანზე“ ცუდად ლაპარაკობდა, რა დროსაც პერეირა ილია თოფურიამ დაიცვა და ბრაზილიელს ჰკითხეს, ვინ უფრო გააკვირვა – „ელ მატადორმა“ თუ ჰოკიტმა.

„ილიამ უფრო გამაკვირვა. ადგა, დამიცვა და ჩემ გვერდით დადგა. ვფიქრობ, უხერხულად იგრძნო თავი, რადგან ინგლისურად ვერ ვლაპარაკობ, თანაც იქ ბევრი ისეთი რამ ითქვა, რისი თარგმანიც ზუსტი არ იყო, რადგან, როდესაც თარგმნა პარალელურად ხდება, არც ისეთი კარგი გამოდის ხოლმე.

ასე რომ, მან ჩემზე შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა – ილია თოფურიაზე მაქვს საუბარი. სიმართლე გითხრათ, სცენაზე მშვიდად ვიყავი. ბევრი ვერაფერი დავინახე, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მოგვიანებით ვუყურე და მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს.“

ცნობისთვის, თოფურია და პერეირა რამდენიმე დღეში იჩხუბებენ. თბილისის დროით 15 ივნისს „ელ მატადორი“ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება, „პოატანი“ კი სირილ განს შეხვდება. თოფურია მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს, ხოლო პერეირა მძიმე წონის დროებითი ტიტულის დასაკუთრებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„P4P-ის პირველი ნომერია“ - ბო ნიკალისთვის ილია საუკეთესოა
„P4P-ის პირველი ნომერია“ - ბო ნიკალისთვის ილია საუკეთესოა