ილია თოფურია, ბო ნიკალი
Aa
Aa

„P4P-ის პირველი ნომერია“ - ბო ნიკალისთვის ილია საუკეთესოა

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბო ნიკალმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „მატადორი“ ამჟამად, მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლია.

რას ამბობს ნიკალი:

„ვფიქრობ, ილიას უნარებიდან გამომდინარე – იმის გათვალისწინებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია დგომში და ასევე გრეპლინგში – ჩემთვის ის ალბათ მსოფლიოს ნომერ პირველი pound-for-pound მებრძოლია. განსაკუთრებით იმ ზედიზედ სამი ფინიშის შემდეგ, რაც მან შეასრულა. ისლამს, რა თქმა უნდა, საოცარი გრეპლინგი აქვს; ის გაბარიტებითაც ცოტათი დიდია. იმაზე დამოკიდებულებით, ბრძოლა 170 ფუნტში იქნება თუ 155-ში, ვფიქრობ, ეს გარკვეულ როლს ითამაშებს. მაგრამ მე ილიას უნდა დავუჭირო მხარი, უბრალოდ მისი მრავალმხრივობისა და დარტყმის ძალის გამო; ვფიქრობ, ეს ყველაფერი ზედა წონით კატეგორიაშიც კარგად იმუშავებს.“

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი 14 ივნისს, საქართველოს დროით კი 15 ივნისის დილას გაიმართება. ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა და ბრძოლისთვის მომზადებას ადგილიდან გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილიონი დოლარი გეიჯის მოგებაზე | ცარუკიანი ილიას მარცხში დარწმუნებულია
მილიონი დოლარი გეიჯის მოგებაზე | ცარუკიანი ილიას მარცხში დარწმუნებულია