კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„შოკირებული ვარ“ - მაკგრეგორმა მუხლის ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა

UFC-ის ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში მაქს ჰოლოუეისთან ჩხუბში მიღებული დაზიანების სიმძიმეზე ისაუბრა და ოქტაგონში დაბრუნების სავარაუდო ვადებიც დაასახელა.

„წინა ჯვარედინი იოგი და მენისკი - ეს იგივე ტრავმაა, რაც მაქს ჰოლოუეისთან პირველი ჩხუბის დროს მივიღე, ოღონდ ახლა მეორე ფეხზე. შოკირებული ვარ.

მაშინ ოქტაგონში 9 თვეში დავბრუნდი და დიეგო ბრანდაოს ვეჩხუბე. თანამედროვე სამედიცინო სერვისებისა და გაუმჯობესებული სავარჯიშო მეთოდების პირობებში მომდევნო წლის ზაფხულში დაბრუნება სრულიად რეალურია“.

შეგახსენებთ, რომ UFC 329-ის მთავარი მოვლენა კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირება იყო. ირლანდიელი მებრძოლის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებას MMA-ის სამყარო მოუთმენლად ელოდა, მაგრამ ჩხუბმა გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა და მხოლოდ 1 წუთსა და 9 წამს გაგრძელდა - კონორმა ტრამვა მიიღო და ბრძოლა ნაადრევად დაასრულა.

კერძოდ, მაკგრეგორმა მარჯვენა ფეხი იტკინა და „დალოცვილთან“ ჩხუბის გაგრძელება ვერ შეძლო. ირლანდიელმა ორთაბრძოლის სტარტზე ჰაი-კიკი გაუშვა, რის შემდეგაც მარჯვენა ფეხი ცუდად დადგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლოუეი: “არ მინდოდა ეს ბრძოლა ასე დასრულებულიყო“
ჰოლოუეი: “არ მინდოდა ეს ბრძოლა ასე დასრულებულიყო“