მერაბ დვალიშვილი, გივი მაჭარაშვილი
Aa
Aa

წარმატებული დებიუტი RAF-ში | მაჭარაშვილმა ბუშანანი დაამარცხა

არიზონაში, ამერიკის ჭიდაობის ორგანიზაციაში(Real American Freestyle) გივი მაჭარაშვილის დებიუტი შედგა.

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე სტეფენ ბუშანანს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა. ბრძოლა 3:3 დასრულდა, თუმცა გამარჯვება მაჭარაშვილს ერგო, რადგან ბრძოლის დროს მეტი ეფექტური ქმედება განახორციელა.

RAF-ის რეგლამენტის თანახმად, თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ მოჭიდავეს, რომელმა ბოლო ქულა აიღო ან უფრო მაღალი ხარისხის ტექნიკური მოქმედება ჰქონდა. ამ შემთხვევაში კი გადაწყვეტილება მაჭარაშვილის სასარგებლოდ იქნა მიღებული.

რეალურად, დაპირისპირების ბედი ბოლო ეპიზოდში გადაწყდა. გივიმ უკეთ გამოიყენა შეტევის მომენტი და სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი.

ცნობისთვის, გივი მაჭარაშვილის ბრძოლას მერაბ დვალიშვილი ესწრებოდა, რომელიც მთელი დაპირისპირების მანძილზე ქართველ მოჭიდავეს მხურვალედ გულშემატკივრობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები