ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„ილიას მარცხით იმედგაცრუებული არ ვარ“ - მახაჩევის მწვრთნელი

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა თოფურია-გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ჩხუბის შედეგს მახაჩევის გეგმები არ შეუცვლია.

„თოფურიას მარცხით იმედგაცრუებული არ ვარ. ყველაფერი ღმერთის ნებაა. ჩვენ მხოლოდ ამ გეგმის შემსრულებლები ვართ, ამიტომ ჩვენ უბრალოდ წინ მივიწევთ.

ისლამ მახაჩევს ქვესაშუალო წონაში ძალიან ბევრი კონტენდერი ჰყავს. ისლამს ახალ დონეზე გადასასვლელად თოფურია არ სჭირდებოდა. თუ კონორი ჰოლოუეის მოუგებს, იქნებ მან მოინდომოს ამოსვლა. თუ ეს მოხდა, ჩვენ ამ გამოწვევას ვუპასუხებთ“.

შეგახსენებთ, რომ გეიჯისთან დამარცხების შემდეგ თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა. „ელ მატადორი“ UFC-ის P4P რეიტინგში დაქვეითდა და მეორედან მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯასტინის წყალობით შესანიშნავი კვირა მქონდა“ - ნგანუ თოფურია-გეიჯის ჩხუბზე
„ჯასტინის წყალობით შესანიშნავი კვირა მქონდა“ - ნგანუ თოფურია-გეიჯის ჩხუბზე