ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, რაიან გარსია
Aa
Aa

„ასე ხდება, როდესაც მეტოქეს არ აფასებ“ - რაიან გარსიამ თოფურიას მიმართა

მსოფლიო კრივის ვარსკვლავი და WBC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონი, რაიან გარსია ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან მარცხს გამოეხმაურა და ქართველ მებრძოლს მიმართა.

რას ამბობს გარსია ილიაზე:

„ილია, ხომ გაფრთხილებდი, რომ შენი სიამაყე დაცემამდე მიგიყვანდა... ის ზედმეტად ქედმაღალი იყო, მოწინააღმდეგე საშინლად არ დააფასა და თავისი ადგილიც მიუჩინეს. უბრალოდ, ასე ხდება. ვფიქრობ, ის გეიჯიზე უკეთესი მებრძოლია, მაგრამ საკუთარ სიამაყეს აჰყვა. ეგონა, რომ მე მომიგებდა, ტერენს კროუფორდს... ერთ მომენტში კანელოზეც კი თქვა, რომ ოდესმე მასთანაც იჩხუბებდა... ამ ბიჭის ეგო საზღვრებს სცდებოდა! ყველას თავს ესხმოდა და ეს სიმართლე... ვიცოდი, რომ ასე დაემართებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას შეცდომები ჰქონდა“ | კონორ მაკგრეგორმა თოფურიაზე ისაუბრა
„ილიას შეცდომები ჰქონდა“ | კონორ მაკგრეგორმა თოფურიაზე ისაუბრა