გოგა ბითაძე, ნიუ იორკ ნიქსი, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

გოგას მცირე სათამაშო დრო - ორლანდო ნიუ იორკ ნიქსთან დამარცხდა

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 6 ქულის სხვაობით, 106-100 დამარცხდა.

გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ქართველმა ცენტრმა 12 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 ბლოკი დააგროვა. გოგამ ფარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ ისროლა და ისიც ზუსტი აღმოჩნდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მასპინძელთა კალათბურთელი, ჯეილენ ბრანსონი გახდა, რომელმაც 30 ქულა, 2 მოხსნა და 9 ასისტი მიითვალა, ორლანდო მეჯიქიდან კი ჯეილენ საგსი გამოირჩა - 17 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი.

24 სათამაშო დღის შემდეგ, „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 14 მოგებითა და 10 მარცხით მე-5 ადგილზე იმყოფება. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „მაიამი ჰიტთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 9 ქულა - ბარსელონამ ანდორა გაანადგურა
შენგელიას 9 ქულა - ბარსელონამ ანდორა გაანადგურა