არინა საბალენკა
Aa
Aa

23-წუთიანი გეიმი, 3-საათიანი მატჩი და ატირებული ბავშვი | საბალენკა VS რადუკანუ

ცინცინატის ღია პირველობის 1/16-ფინალში არინა საბალენკა ემა რადუკანუს დაუპირისპირდა. ჩოგბურთის გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს. მატჩი სამ საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და საბალენკამ 7:6(3), 4:6, 7:6(5) მოიგო.

მატჩი რადუკანუს უპირატესობით დაიწყო და ემამ პირველ ორ გეიმში იმარჯვა, თუმცა საბალენკა თამაშში დაბრუნდა წინაც გავიდა - 3:2. 4:3-ზე ბელარუსელმა ჩოგბურთელმა საკუთარი მოწოდება დათმო და საბოლოოდ, საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა.

მეორე სეტში გადამწყვეტი მეშვიდე გეიმი აღმოჩნდა, რომლის დროსაც რადუკანუმ ბრეიკი შეასრულა და მეტოქისთვის ანგარიშის გათანაბრების შანსი არ მიუცია. მესამე სეტში საოცარი გეიმი გაიმართა. საბალენკა 4:3-ს იგებდა და რადუკანუს მოწოდება 23 წუთს! გაგრძელდა. გეიმში თანაბარი 13-ჯერ იყო და სასაცილო მომენტიც ვნახეთ.

რადუკანუს მოწოდებისას ტრიბუნებზე მყოფმა ჩვილმა ბავშვმა ტირილი დაიწყო... „უკვე 10 წუთია ასეა“, - განაცხადა რადუკანუმ და მსაჯს უკმაყოფილომ მიმართა. „ბავშვია. რა გინდა, რომ ვქნა? სტადიონიდან გავაძევო?“, - უპასუხა მსაჯმა, რის შემდეგაც საქმეში სხვა მაყურებლები ჩაერთვნენ და იხუმრეს: „კი, გააძევეთ.“

ცნობისთვის, მერვედფინალში საბალენკა ესპანელ ჯესიკა ბუზას მანეიროს შეხვდება, რომელიც მსოფლიოს 42-ე ჩოგანია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„პირველ რაუნდში დავაფინიშებ“ | ცარუკიანი დარწმუნებულია, რომ ილიას დაამარცხებს
„პირველ რაუნდში დავაფინიშებ“ | ცარუკიანი დარწმუნებულია, რომ ილიას დაამარცხებს