ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოიგებს | 90Min-ის პროგნოზი ხვიჩაზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონის დაწყებამდე, 90Min.com-მა სტატია გამოაქვეყნა და საკუთარი პროგნოზები გაგვიზიარა. ცნობილი გამოცემის მიხედვით, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია დაისაკუთრებს.

„2025/26 წლების სეზონი ხვიჩა კვარაცხელიასთვის პარი სენ-ჟერმენის რიგებში ჩატარებული პირველი სრული სეზონი იქნება. გასულ იანვარში შეძენილმა ფეხბურთელმა, საკუთარი ტალანტის წყალობით, საფრანგეთის ჩემპიონატზე კვალი სწრაფად დატოვა.

ისეთი შთაბეჭდილება გვაქვს, რომ მარცხენა გარემარბმა პარიზში დიდ წარმატებას უნდა მიაღწიოს და შესაძლოა, ეს მოახლოებულ სეზონში გააკეთოს. თუ კვარაცხელიამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო, უსმან დემბელეს ჩაანაცვლებს, რომელიც გამარჯვებული გასულ სეზონში გახდა.“ - წერს 90Min.

ცნობილი გამოცემის მიხედვით, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს გარდა, „კვარა“ საუკეთესო მეპასეც გახდება, დემბელე კი - საუკეთესო ბომბარდირი.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველ რაუნდში დავაფინიშებ“ | ცარუკიანი დარწმუნებულია, რომ ილიას დაამარცხებს
„პირველ რაუნდში დავაფინიშებ“ | ცარუკიანი დარწმუნებულია, რომ ილიას დაამარცხებს