კალათბურთიდან MMA-ში - პორზინგისის ამბიციური გეგმა
29 წლის ლატვიელი მძიმე ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში „ბოსტონის“ ღირსებას იცავდა, ხოლო ახლა „ატლანტა ჰოუქსში“ ჩაირიცხა, კალათბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ძალების მოსინჯვას შერეულ ორთაბრძოლებში აპირებს. Sportacentres-თვის მიცემულ ინტერვიუში მან საკუთარი სურვილისა და გადაწყვეტილების შესახებ დეტალურად ისაუბრა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ეს ჯერჯერობით შორეული პერსპექტივაა.
კრისტაპს პორზინგისი
MMA - ეს არის სპორტი, რომელიც ჩემს გულთან ახლოს არის და საყურებლადაც ნომერ პირველია. ამიტომაც სიამოვნებით შევუერთდი შერეული ორთაბრძოლების განვითარების პროექტს, რომელიც ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამს და როგორცკი კონკრეტული სიახლეები მეცოდინება, აუცილებლად შეგატყობინებთ.
სხვათა შორის ერთი თვის წინ რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე MMA-ში, მაგრამ ეს ერთჯერადი გართობასავით იყო, რადგან ჩემს ამჟამინდელ კლუბს დავპირდი, რომ შერეულ ორთაბრძოლებში არ ვივარჯიშებ, სანამ კალათბურთის თამაშს თავს არ დავანებებ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, კრისტაპს პორზინგისმა კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას „ბოსტონში“ მიაღწია, როდესაც 2024 წელს „სელტიქსს“ NBA-ს ჩემპიონობაში დაეხმარა.