გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

ქვილითაიას გოლი არ ეყოთ - არისი კონფერენს ლიგიდან გამოვარდა

კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი ქვილითაიას „არისი“ ათენის „აეკს“ დაუპირისპირდა 1:3 დამარცხდა. კვიპროსში გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 იყო დასრულებული.

90 წუთი დაძაბული და თანაბარი ბრძოლით გამოირჩა. გუნდებმა თითო პენალტი გაცვალეს. 51-ე წუთზე რაზვან მარინმა „აეკი“ დააწინაურა. 62-ე წუთზე კი გიორგი ქვილითაიამ წონასწორობა აღადგინა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

ქვილითაია, რომელმაც მატჩი სასტარტოდან დაიწყო, 77-ე წუთზე შეცვალეს.

„არისმა“ დამატებით ტაიმებში თამაშზე კონტროლი დაკარგა და ორი სწრაფი ბურთი გაუშვა, რამაც ყველაფერი დაასრულა. 104-ე და 109-ე წუთებზე დერეკ კუტესამ და ლუკა იოვიჩმა „აეკი“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გაიყვანეს.

პლეი-ოფის პირველი მატჩები ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება. „აეკის“ მეტოქე „ანდერლეხტი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები