ანდრონიკაშვილის ტრავმა, მორიგი მარცხი | საქართველომ პოლონეთთან წააგო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. საქართველოს ნაკრები პოლონეთში მასპინძლებს დაუპირისპირდა და 89:94 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ნაკრებმა საწყისი მეოთხედი 26:25 მოიგო, მეორე პერიოდში კი მეტოქეს 25:18 აჯობა და დიდ შესვენებაზე 51:43-ს იგებდა. მესამე მეოთხედში პოლონეთი თამაშში დაბრუნდა და წინ გავიდა - 68:66.
მეოთხე პერიოდში ერთქულიანი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ და კიდევ ერთი ამხანაგურ თამაში დავთმეთ. გადამწყვეტ პერიოდში ტრავმა მიიღო რატი ანდრონიკაშვილმა და პარკეტის დასატოვებლად დახმარება დასჭირდა. რატიმ კოჭი გადაიტრიალა და იმედი ვიქონიოთ, სერიოზულ დაზიანებას გადაურჩება.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო - 18 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა. სანდრო მამუკელაშვილმა 16 ქულა, 2 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. გოგა ბითაძემ 14 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარება დააგროვა. დუდა სანაძეს 12 ქულა ჰქონდა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 21 აგვისტოს გამართავს. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი 20:00-ზე ჩეხეთს დაუპირისპირდება.