გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ვალენსიასთვის ხელმისაწვდომი არაა | რას წერენ ჩაკვეტაძეზე ესპანურ პრესაში

„ვალენსია“ „უოტფორდის“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის გასაფორმებლად იბრძვის. ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, საშა ტავოლიერიმ დაწერა, რომ „ღამურები“ „კრაზანებს“ დაუკავშირდნენ და „ჩაკვეს“ შეძენა სცადეს. დღეს, ამ თემაზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

El Desmarque-ის მიხედვით, „უოტფორდი“ გიორგის სანაცვლოდ 5-7 მილიონ ევროს ითხოვს და ამ მომენტისთვის, „ვალენსიასთვის“ ეს თანხა ხელმისაწვდომი არაა. არის შანსი, „მესტალიაზე“ სიტუაცია შეიცვალოს და ბევრი რამ ანდრე ალმეიდას მომავალზეა დამოკიდებული.

ალმეიდას გადაბირებით რამდენიმე კლუბი ინტერესდება და თუ მან „ვალენსია“ დატოვა, „ღამურები“ ჩაკვეტაძეზე გადაერთვებიან. თანაც ფინანსური შესაძლებლობებიც ექნებათ. პორტუგალიელი ფეხბურთელის გარშემო არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, El Desmarque წერს, რომ „ჩე“ „უოტფორთდან“ მოლაპარაკებებს აგრძელებს და აქტიურად მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა. გიორგის ტრავმა აწუხებს და სავარაუდოდ, მოედანს სექტემბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია“ - ლუის ენრიკე ნანტთან გამარჯვების შემდეგ
„ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია“ - ლუის ენრიკე ნანტთან გამარჯვების შემდეგ