კონსტანტინე პეტრიაშვილი
Aa
Aa

დადაევი დაამარცხა | პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის (U20) ნახევარფინალშია

თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ.) ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე აშაბ დადაევი 3:2 დაამარცხა.

125 კგ. წონით კატეგორიის მერვედფინალში ალექსანდრე აბრამიშვილმა ყირგიზი ჟარგალან პუდაჟაპოვი 10:0 დაამარცხა, თუმცა სამწუხაროდ მეოთხედფინალური დაპირისპირება დათმო.

თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს სახელით აღნიშნულ ტურნირზე ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში გოგა ოთინაშვილი (70 კგ), საბა კობახიძე (74 კგ), კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) გაემგზავრნენ.

მსგავსი სიახლეები