მე-10 მებრძოლია, ვინც ეს შეძლო | ჩიმაევი ელიტარულ კლუბს შეუერთდა
UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევია, ჩეჩენმა საჩემპიონო ბრძოლაში დრიკუს დუ პლესი დაამარცხა და იმ ელიტარული მებრძოლების კლუბს შეუერთდა, რომლებმაც ქამარი დაუმარცხებლად მოიპოვეს.
UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა პრესკონფერენციაზე ჩიმაევზე თქვა: „ახლა ის ჩვენი კომპანიის ვარსკვლავია''.
31 წლის ხამზატ ჩიმაევი UFC-ში 2020 წლიდან გამოდის. მას შემდეგ 7 ბრძოლა გამართა და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა. 7-დან 2 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. კერძოდ, 2020 წლის 26 ივლისს რის მაკი დაანოკაუტა, ამავე წლის 19 სექტემბერს - ჯერალდ მისხარტი.
DAZN-ის ესპანური გამოცემა ელიტარული კლუბის სიას აქვეყნებს, ვინც ჩემპიონობა დაუმარცხებლად მოიპოვა. მამაკაცთა შორის რაშად ევანსი, ლიოტო მაჩიდა, კეინ ველასკესი, კოდი გარბრანდტი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისრაელ ადესანია და ილია თოფურია არიან. ამ სიას ხამზაჩი შეუერთდა. ქალთა შორის საჩემპიონო გზაზე დაუმარცხებელნი რონდა რაუზი და იოანა იენდჟეიჩიკი იყვნენ.
სტატიის ავტორი ალვარო კარერა თითოეულ მათგანს ახასიათებს, ილიაზე კი შემდეგს წერს: „ახლა ილია თოფურია UFC-ის ფლაგმანია ესპანეთსა და ევროპაში’’.