ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

ზურიკოს გოლით და აქტიურობით | სენტ-ეტიენმა როდეზი გაანადგურა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „როდეზს“ უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა.
ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა: ჟოაო ფერეირას პასით ჯოშუა დუფუსმა ისარგებლა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა მეჰდი ბაალუჯმა ახლო მანძილიდან „მწვანეების“ მეკარეს ვერ აჯობა. 47-ე წუთზე მაჰმუდ ჟაბერმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 56-ე წუთზე შეცვლა შესულმა ირვინგ კარდონამ „სენტ-ეტიენის“ მესამე გოლი გაიტანა, 78-ე წუთზე კი დავითაშვილმა ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა და სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

ეირიკ ჰორნელანდმა ზურიკო 83-ე წუთზე შეცვალა. ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ისგან 8.3-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 გოლი, 1 დარტყმა კარში, 3 დარტყმა კარისკენ, 1 დაბლოკილი დარტყმა, 2 წარმატებული დრიბლინგი, 47 შეხება ბურთთან, 32-დან 26 ზუსტი პასი (81%), 1 საკვანძო პასი, 1 არაზუსტი ჩაწოდება, 2 ზუსტი გრძელი პასი, 4-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა, 2-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 10 დაკარგული ბურთი და 1 ჯარიმა.

დავითაშვილის გოლი და გამორჩეული მომენტები

ორი მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 4 ქულა აქვს. „მწვანეები“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან და მომდევნო მატჩს 23 აგვისტოს სტუმრად, „ბულონის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის გოლით - ლიონმა სტუმრად ლანსს მოუგო
მიქაუტაძის გოლით - ლიონმა სტუმრად ლანსს მოუგო