ლოჩოშვილმა პენალტი ვერ გაიტანა | ნიურნბერგი თასიდან მე-4 ლიგის გუნდმა გამოთიშა
გერმანიის თასის 1/32-ფინალში „ილლერტისენმა’’ მიროსლავ კლოზეს გაწვრთნილი „ნიურნბერგი’’ გამოთიშა. მატჩის ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში მეოთხე ლიგის გუნდმა 6:5 გაიმარჯვა.
კლოზემ ლუკა ლოჩოშვილი სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა. ქართველი ფეხბურთელი პირველი გოლის ეპიზოდში შეცდა. მეორე გოლისას ორთაბრძოლა დათმო და მეტოქე გუნდის შეტევა გოლით დასრულდა. ასევე გეტყვით, რომ სტუმართა მხრიდან მე-4 პენალტი ლუკამ დაარტყა, მეკარემ აუღო.
გასულ სეზონში „ნიურბერგი'' მეორე ბუნდესლიგაში მე-10 ადგილზე გავიდა, ახალი სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მეორე ბუნდესლიგის საწყის ორ ტურში ორივე მატჩი დათმო, დღეს კი გერმანიის თასიდან მე-4 ლიგის გუნდმა გამოთიშა.
გასულ ზაფხულში საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა იტალიური „კრემონეზე'' დატოვა და გერმანულ კლუბთან 3+1 სისტემით გააფორმა კონტრაქტი.