ლუის ენრიკე
Aa
Aa

„სავსებით ნორმალურია, რომ ჯერჯერობით 100%-ით მზად არ ვართ“ - ენრიკე

ლიგა 1-ის პირველი ტურის წინ, რომელშიც პსჟ „ნანტს“ დაუპირისპირდება, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

„შარშან ჩემპიონები იმიტომ გავხდით, რომ ძალიან კარგ დონეზე ვთამაშობდით. არ ვიცი, რა იქნება ამ სეზონში, მაგრამ გვინდა, ტიტული შევინარჩუნოთ. იქნება თუ არა როტაცია? ფეხბურთი კონტაქტური სპორტია, ამიტომ ტრავმებს ვერ გავექცევით, თუმცა შარშან კარგად გავანაწილეთ დატვირთვა ფეხბურთელებზე და გვინდა, წელსაც ასე მოვიქცეთ. ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ და შემდეგ შევადგინოთ გეგმა თითოეული ფეხბურთელისთვის. სეზონის განმავლობაში ადაპტირება მოგვიწევს, მაგრამ ეს ამოცანა შარშანაც გვქონდა, ამიტომ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.

მომეწონა, როგორ იბრძოლა გუნდმა სუპერთასზე, იმიტომ რომ ნორმალური მომზადება არ გვქონია. ეს ჩვენი შარშანდელი სეზონის დნმ-ია. სავსებით ნორმალურია, რომ ჯერჯერობით 100%-ით მზად არ ვართ. სეზონის დასაწყისი ყოველთვის რთულია, მაგრამ გვინდა თავი ისევ კომფორტულად ვიგრძნოთ. ვარჯიშებზე გაუმჯობესებას უკვე ვხედავ, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს მოსამატებელი. სტუმრად თამაშისას ხანდახან პრობლემები გვექმნება და „ნანტთან“ სწორედ ასეთ მატჩს ველოდებით.

ახალწვეულებით კმაყოფილი ვარ, მათი ფიზიკური ფორმის მხრივ პრობლემა არ მაქვს. რთულია, მეტოქეს სიურპრიზები მოუმზადო, ამისთვის რაღაცების შეცვლა გჭირდება. თუ განვითარება გსურს, ან ტაქტიკა უნდა ცვალო ხშირად, ან ფეხბურთელები. თუ მოგება გვინდა, ცვლილებებისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ოქროს ბურთი? ეს პრესას აინტერესებს, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია გუნდური ტიტულები და ჩვენ ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ახალი ტრანსფერები? ვაკვირდებით სატრანსფერო ბაზარს, მაგრამ ბევრი ფეხბურთელის ყიდვა არ გვჭირდება“.

„ნანტისა“ და პსჟ-ის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გასახდელში ვითარება დაიძაბა“ - ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოზე წერს
„გასახდელში ვითარება დაიძაბა“ - ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოზე წერს