გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გვინდა იდენტობა გვქონდეს“ | ფონსეკამ ლიონის მიზნებსა და შემადგენლობაზე ისაუბრა

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალ სეზონს „ლანსთან“ შეხვედრით გახსნის. „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და საკუთარი გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

როგორი იყო წინასასეზონო ეტაპი

„პირველი ორი დღე რთული იყო, თუმცა თავდაჯერება არ დაგვიკარგავს. წინასასეზონო ეტაპზე გამართულ მატჩებს პოზიტიურად ვაფასებ. ახალი ფეხბურთელებით ახალი პროექტი დავიწყეთ და ბევრი რამ იყო ისეთი, რაზეც პირველად ვიმუშავეთ. ვფიქრობ, მზად ვართ და გუნდი კარგადაა მომზადებული.“

რა არის ლიონის მიზანი

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ სათამაშო სტილი, რომლის წყალობითაც ყველა მატჩში მოგების ამბიცია გვექნება. გვინდა, იდენტობა გვქონდეს. შემადგენლობით ძალიან კმაყოფილი ვარ და ბედნიერი ვარ არა მხოლოდ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც გუნდში მოვიდნენ, არამედ იმ მოთამაშეებითაც, რომლებიც გუნდში დარჩნენ.“

როგორია განწყობა ლანსთან მატჩის წინ

„თავდაჯერებული ვართ და პოზიტიური განწყობა გვაქვს. ვიცით, რომ რთული შეხვედრა იქნება ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც საოცარი ატმოსფეროს მქონე სტადიონზე თამაშობს. ვფიქრობ, ამ სეზონში „ლიონი“ იქნება გუნდი, რომელიც დაცვაში უკეთ თამაშობს და ამავდროულად მაღალი პრესინგითა და შეტევის სურვილით გამოირჩევა.“

ცნობისთვის, „ლიონი“ სტუმრად ითამაშებს და „ლანსთან“ მატჩი 16 აგვისტოს, თბილისის დროით, 19:00-ზე დაიწყება. „ლანსის“ შემდეგ ქართულ დერბის ვიხილავთ და მიქაუტაძის გუნდი „მეცს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცნობ ამ დაწყევლილ დაღესტნელებს“ - სტრიკლენდმა დუ პლესი გააფრთხილა
„ვიცნობ ამ დაწყევლილ დაღესტნელებს“ - სტრიკლენდმა დუ პლესი გააფრთხილა