ლიონი, ლანსი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის გოლით - ლიონმა სტუმრად ლანსს მოუგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში ლიონი ლანსს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა. ფონსეკამ ის მსაჯის მეირ კომპენსირებულ დროში შეცვალა.

ქართველი ფეხბურთელი პირველ ტაიმში ბევრს აქტიურობდა და გოლის გატანის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში, 45-ე წუთზე გავიდა. თავი მიქაუტაძემ გამოიჩინა, რომელმაც ფოფანას გამოზომილი პასი გამოიყენა.

მეორე ტაიმში ლანსი აქტიურობდა და არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა. საბოლოო ჯამში ლიონმა მიქაუტაძის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაიჯერეს, რომ ახალი იამალი იპოვეს“ - ლევანდოვსკიმ რეალზე ისაუბრა
„დაიჯერეს, რომ ახალი იამალი იპოვეს“ - ლევანდოვსკიმ რეალზე ისაუბრა