კეინის მე-2 ტიტული კარიერაში - ბაიერნმა გერმანიის სუპერ თასი მოიგო
გერმანიის სუპერ თასზე ერთმანეთს შტუტგარტი და ბაიერნი დაუპირისპირდნენ. რეკორდმაისტერმა კეინისა და ახალწვეული ლუის დიასის გოლებით 2:1 მოიგო და მორიგ ტიტულს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ჰარი კეინმა კარიერაში მეორე ტიტული მოიგო. შეგახსენებთ, რომ ინგლისელ თავდამსხმელს ინგლისურ გუნდში გადასვლამდე არაფერი ჰქონდა მოგებული.
გასულ სეზონში მან ჯერ ბუნდესლიგა მოიგო, ხოლო ახლა კი გერმანიის სუპერ თასი, თანაც უშუალო მონაწილეობით.
კეინმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა, ხოლო დიასმა სხვაობა ორამდე 77-ე წუთზე გაზარდა. მატჩის საბოლოო შედეგი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლეველინგმა დასვა.
ცნობისთვის, მიუნხენურმა გრანდმა გერმანიის სუპერ თასი ისტორიაში მეთერთმეტედ მოიგო.(1987წ, 1990წ, 2010წ, 2012წ, 2016წ, 2017წ, 2018წ, 2020წ, 2021წ, 2022წ 2025წ).