ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანი: ილიამ მხოლოდ კრივი იცის - მომავალი ჩემპიონი მე ვარ

UFC-ის მსუბუქ წონაში ტიტულის პრეტენდენტი, არმან ცარუკიანი დარწმუნებულია, რომ მოქმედ ჩემპიონ ილია თოფურიასთან მიმართებით მისი უპირატესობა მხოლოდ ჭიდაობასა და პარტერში მუშაობით არ შემოიფარგლება.

„რა თქმა უნდა, ტიტულისთვის ბრძოლას ვიმსახურებ. მე ვარ ნომერ პირველი პრეტენდენტი და ეს ბრძოლა უნდა მომცენ, რადგან სწორედ მე ვარ UFC-ის მომავალი ჩემპიონი. ეს ქამარი ჩემია. თოფურია? მას მხოლოდ ერთი გამორჩეული თვისება აქვს – კრივი. მაგრამ ეს კრივი კი არა, MMA არის და დგომშიც მასზე უკეთესი ვარ, ეს ფაქტია. ჩემი ფეხის დარტყმები, იდაყვები, მუხლები ყოველთვის მუშაობს. ის მხოლოდ კრივშია ძლიერი, მე კი ჭიდაობაც ვიცი. ამიტომ ვეღარ ვითმენ, როდის ვაჩვენებ ყველას, თუ რა დონეზე ვარ.

მინდა ქამარი რაც შეიძლება ხშირად დავიცვა. მსურს გავხდე მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი, რადგან ზუსტად ვიცი, როგორ ვშრომობ და რამდენ დროს ვუთმობ ამ სპორტს. ვიცი, რომ საუკეთესო უნდა ვიყო. ძალიან მიყვარს ეს საქმე, მთლიანად ვუძღვნი ჩემს თავს და ეს აუცილებლად დამიფასდება,“

– განაცხადა სომეხმა მებრძოლმა JAXXON-ის პოდკასტში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები