ხამზატ ჩიმაევი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

დუ პლესი: ამ საშინელ გრძნობას ჩიმაევიც გამოცდის, ვნახოთ შემდეგ როგორ გააგრძელებს

დრიკუს დუ პლესიმ კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ განიცადა დამარცხების სიმწარე, თუმცა UFC-ის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ ამ შაბათ-კვირას ხამზატ ჩიმაევს პირველად მოუწევს ამ უსიამოვნო შეგრძნებასთან შეხება.

„ვფიქრობ, შაბათ საღამოს შემდეგ მას ცოტათი მოუწევს დაფიქრება იმაზე, როგორ მიიღოს ეს. არ ვიცი, ამ მომენტში რა მენტალურ მდგომარეობაშია. ის იმდენად დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდება, მაგრამ მე აქ ვარ, რომ ვუთხრა – არა. სანამ ჩემპიონი მე ვარ, შენ ჩემპიონი ვერ გახდები. ტიტულის დაცვა ოქტომბერში, აბუ-დაბიში უნდოდა? ეს არ მოხდება. მე უკვე გამოვცადე პირველი მარცხი და ვიცი, რა შეგრძნებაა ეს. საშინელებაა. სრულიად საშინელება. მაგრამ სწორედ ასეთ დროს ვლინდება შენი ხასიათი. ამიტომ საინტერესო იქნება, როგორ ადგება ის ამის შემდეგ.

ვფიქრობ, ის მართლაც ისეთივე კარგია, როგორც ამბობენ, და ვიცი, რომ ეს უზარმაზარი გამოწვევაა. მაგრამ ყველა, ვინც ჩემს წინ იდგა, ასევე დიდი გამოწვევა იყო. აი, რობერტ უიტაკერი – ათ წელზე მეტი დროის განმავლობაში მას არავისთან წაუგია, გარდა ჩემპიონთან შეხვედრებისა. შემდეგ ვებრძოლე შონ სტრიკლენდს, რომელმაც ცოტა ხნით ადრე ადესანიას სძლია, და მასაც მოვუგე. მერე იყო ადესანია – ერთ-ერთი საუკეთესო ამ სპორტის ისტორიაში. ახლა კი ეს ბიჭია.

მას შემდეგ ისევ გამოჩნდება ვინმე სხვა, და ისევ იტყვიან: „ეს შენი ყველაზე რთული გამოცდაა, რაც დღემდე გქონია“. ასე ხდება, როცა საუკეთესოებთან იბრძვი. ხამზატი ძალიან კარგი მებრძოლია, მაგრამ ჩემთან ჩხუბის შემდეგ ხალხი იმავეს იტყვის, რასაც ყველა ჩემი ბრძოლის შემდეგ ამბობენ – მან ეს ისევ გააკეთა. შეგიძლიათ დაიჯეროთ ეს? ამაში ეჭვი აღარ მეპარება. ყველაფერი ძველი სცენარით გაგრძელდება,“

– განაცხადა დუ პლესიმ.

აქვე გეტყვით, რომ დუ პლესი ჩიმაევის სატიტულო ბრძოლა UFC 319-ზე ჩიკაგოში 16 აგვისტოს გამთენიისას გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები