ჩიმაევი: UFC-ში პირველი ჩეჩენი ჩემპიონი გავხდები
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, რომელშიც ერთმანეთს ხამზატ ჩიმაევი და დრიკუს დუ პლესი დაუპირისპირდებიან.
ხამზატი ამბობს, რომ მის გეგმაში დრიკუსის ცემა და სახლში გამარჯვებული დაბრუნებაა.
„ჩემთვის ამაში არაფერია გიჟური. თავს MMA-ს ფანად არ მივიჩნევ, მე უბრალოდ ჩხუბი მიყვარს, მაგრამ ჩემი ხალხისთვის ეს დიდი მოვლენაა. მე UFC-ში პირველი ჩეჩენი ჩემპიონი გავხდები“, - თქვა ჩიმაევმა.
შეგახსენებთ, რომ ჩიმაევისა და დუ პლესის დაპირისპირება 17 აგვისტოს, UFC 319-ზე შედგება, რომელსაც ჩიკაგო უმასპინძლებს.
გეტყვით ასევე, რომ ხამზატმა ბოლოს რობერტ უიტეკერს აჯობა, რომელსაც პირველივე რაუნდში საბმიშენით მოუგო. რაც შეეხება დრიკუსს, ის ოქტაგონზე ბოლოს რამდენიმე თვის წინ გავიდა და შონ სტრიკლენდი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.