ხამზატ ჩიმაევი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„დუ პლესის ვცემ, ფულს მივიღებ და სახლში წავალ“ - ჩიმაევის გეგმები

რამდენიმე დღეში UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის დაუმარცხებელი მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი თავისი სპორტული კარიერის ყველაზე დიდი ოცნების ასრულებასა და საჩემპიონო ქამრის მოგებას შეეცდება. უძლეველი ჩეჩენი მებრძოლის მეტოქე დრიკუს დუ პლესი იქნება, რომლისთვისაც ტიტულის წართმევას უკვე დიდი ხანია ვერავინ ახერხებს. სამხრეთ აფრიკელი პრინციპული დაპირისპირების წინ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, თუმცა ყოველივე ეს ჩიმაევს რომ ოდნავადაც არ აშინებს, მისი კომენტარიდანაც ნათლად მეტყველებს:

„დრიკუს დუ პლესის თრეშ-თოქი ოდნავადაც არ მაინტერესებს. ნებისმიერი მებრძოლი მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ ასე იქცევა და ცდილობს გულშემატკივარს თავისი პლუსების შესახებ გადაჭარბებულად ესაუბროს. მე ჩემი გეგმა მაქვს - დრიკუსი უნდა ვცემო, ფული ავიღო და სახლში გამარჯვებული დავბრუნდე“.

საუბრის მიწურულს, ხამზატ ჩიმაევს გარეგნობაზეც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც მან ნახევრადხუმრობით უპასუხა, რომ საერთოდ არ სჭირდება ლამაზი იყოს, რადგან გოგონებს ტერორისტები მოსწონთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფურცელზე ფავორიტად ხამზატს თვლიან, თუმცა არ ვიცი, მე კითხვა არ შემიძლია“ - დუ პლესი
„ფურცელზე ფავორიტად ხამზატს თვლიან, თუმცა არ ვიცი, მე კითხვა არ შემიძლია“ - დუ პლესი