ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ვის უნდა დავაკვირდეთ ახალ სეზონში | RTL-ის ათეულში ორი ქართველია

ცნობილმა გამოცემამ, RTL-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის მოახლოებულ სეზონს სტატია მიუძღვნა. RTL-მა დაასახელა 10 ფეხბურთელი, რომელთაც 2025/26 წლების გათამაშებაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძეც მოხვდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია

„პარკ დე პრენსმა ახალი ფავორიტი იპოვა. შვიდი თვის წინ გადმოსული ხვიჩა კვარაცხელია ისე გამოიყურება, თითქოს უკვე რამდენიმე სეზონია პარი სენ-ჟერმენის ღირსებას იცავს. ხვიჩამ ადაპტაცია შესანიშნავად გაიარა და გასულ სეზონში პსჟ-ს მიერ მოგებულ ოთხ ტიტულში საკვანძო როლი ითამაშა. ორი სეზონის წინ კვარაცხელიამ ნაპოლიში იტალია დაიპყრო, ახლა კი იმავეს საფრანგეთში აკეთებს. კლუბის გულშემატკივრები მის მებრძოლ სულს, აქტიურობასა და ეფექტურობას აქებენ და ახლა შეუძლიათ, მთელი სეზონი მისით სიამოვნება მიიღონ.“

გიორგი მიქაუტაძე

„ლიონმა ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა, თუმცა კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს. გარდა ამისა, ლიონმა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეც დაკარგა და ალექსანდრ ლაკაზეტი საუდის არაბეთში გადავიდა. მისი წასვლის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე ლიონის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა. ქართველ ფეხბურთელის რთული ამოცანის შესრულება მოუწევს. 24 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში 11 გოლი და 6 ასისტი გაიფორმა, მაგრამ მომდევნო სეზონში შეუძლია, საკუთარი კვალი დატოვოს და ქომაგებს მისი იმედი აქვთ.“

საინტერესოა, რომ მიქაუტაძისა და კვარაცხელიას გარდა, ათეულში ლუკას შევალიე, პოლ პოგბა, ესტებან ლეპოლი, იბრაჰიმ მბაიე, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, იგორ პაიშაო, ფლორიან ტოვინი და ოლივიე ჟირუ მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოისწრაფიშვილის მაგარი მატჩი და ორი საგოლე გადაცემა | მექვაბიშვილის ასისტი დამატებით დროში
მოისწრაფიშვილის მაგარი მატჩი და ორი საგოლე გადაცემა | მექვაბიშვილის ასისტი დამატებით დროში