მაქს ჰოლოუეი, ხამზატ ჩიმაევი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„სიგიჟეა, ჩემპიონი აუტსაიდერად ითვლება“ - ჰოლოუეი ჩიმაევის მოგებას ვარაუდობს

48 საათზე ნაკლებ დროში UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები მოუთმენლად ელიან. ბუნებრივია დიდი მოლოდინია მებრძოლებშიც, რაზეც BMF-ის ქამრის მფლობელის მაქს ჰოლოუეის კომენტარიც მეტყველებს, რომელმაც დრიკუს დუ პლესისა და ხამზატ ჩიმაევის დაპირისპირებას ნამდვილი სიგიჟე უწოდა.

მაქს ჰოლოუეი

ორივე მებრძოლი ნამდვილი ცხოველია და წინ ნამდვილი სიგიჟე იქნება. წარმოიდგინეთ, რამდენად ანომალიური სიტუაციაა შექმნილი - წონის ჩემპიონი, იმ შთამბეჭდავი გამარჯვებების მიუხედავად, რომელიც დუ პლესის ზურგს უმაგრებს, აუტსაიდერად ითვლება. ეს ყველაფერი კარგად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ძლიერია ჩიმაევი.

არჩევანის გაკეთება რთულია. ჩემპიონის შეუფასებლობა მისი რეპუტაციის გათვალისწინებით არ შეიძლება. თუმცა, ამავდროულად უნდა ვაღიაროთ მისი მეტოქის ძალა, რომელიც თითოეული ბრძოლის დროს იმდენად დამაჯერებლად მოქმედებდა, დაუმარცხებელის სტატუსი შეიქმნა.

აზარტული გულშემატკივარი მეტყოდა, რომ ფსონი დუ პლესიზე დამედო, მაგრამ გონება მეუბნება, რომ ჩიმაევი მოიგებს. მთავარი კითხვის ნიშანი რაც ამ ბრძოლასთან დაკავშირებით მაქვს, ხამზატის კარდიოა და თუ მან ჩხუბი თავის სასარგებლოდ მალევე არ დაასრულა, უპირატესობა დრიკუსის მხარეს გადავა.

ცნობისათვის, მაქს ჰოლოუეი ოქტაგონზე ბოლოს ივლისში გავიდა და დასტინ პორიე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, რითაც BMF-ის ქამარი შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აფრიკა საჩემპიონო ქამარს ვეღარ იხილავს“ - ჩიმაევი დუ პლესის
„აფრიკა საჩემპიონო ქამარს ვეღარ იხილავს“ - ჩიმაევი დუ პლესის