საყვარელი საათი ჩემპიონობის შემთხვევაში - ცარუკიანს მოტივაცია გაუზარდეს
არმან ცარუკიანი ბოლო პერიოდში UFC-ის მებრძოლებიდან ალბათ ყველაზე აქტიური ადამიანია. ოქტაგონში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის საშუალება წარსულში დაშვებული შეცდომების გამო ნაკლებად ეძლევა, რის გამოც სხვა ხერხებით ცდილობს ყურადღების მიქცევას და ყველაზე ხშირად თავისი რეპლიკებით ილია თოფურიას გაღიზიანებისკენ მიისწრაფვის.
ისედაც უზომოდ მოტივირებულ სომეხ მებრძოლს ცნობილმა ბლოგერმა მიხეილ ლიტვინმა მოტივაცია ორმაგად გაუზარდა - მან ერთ-ერთ გადაცემაში ცარუკიანს უთხრა, რომ იმ შემთხვევაში თუ ის UFC-ის ჩემპიონი გახდება, მეორე დღესვე საჩუქრად მის საყვარელ საათს უყიდის, რომელიც მილიონები ღირს. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით კომენტარი არმანმაც გააკეთა და ლიტვინს განუცხადა, რომ ფული გაამზადოს და იქვე დაამატა, რომ მისი საყვარელი საათი Richard Mille-ს ფირმისაა.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანმა ცოტა ხნის განაცხადა, რომ თუ მსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლას ვერ მიიღებს, არ გამორიცხავს ქვემსუბუქში ჩავიდეს და ქამრის მოპოვება იქ სცადოს.