ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

თოფურია სახლს ყიდის | ცარუკიანი მზადაა შეიძინოს — ოღონდ ერთი პირობა აქვს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია, სახლს ყიდის. „ელ მატადორი“ მადრიდში მდებარე სახლში ყოფილ მეუღლესთან, ჯორჯინა უსკატეგისთან ერთად ცხოვრობდა და მისი ფასი 3.5 მილიონი აშშ დოლარია.

MMA-ის ცნობილმა გვერდებმა „ელ მატადორის“ გადაწყვეტილების შესახებ საკუთარ აუდიტორიას პოსტებით აცნობეს. ერთ-ერთ მათგანს არმან ცარუკიანი გამოეხმაურა. სომეხმა მებრძოლმა იხუმრა და აღნიშნა, რომ თუ ილია მას ეჩხუბება, მზად არის, ზემოთ ხსენებული სახლი შეიძინოს.

„შენს სახლს ვიყიდი, თუ დათანხმდები, რომ მომდევნო ორთაბრძოლა ჩემთან გამართო“, — დაწერა ცარუკიანმა X-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, ილიას სახლი მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მდიდრულ უბანში მდებარეობს. „ელ მატადორს“ იქ სავარჯიშო დარბაზი ჰქონდა მოწყობილი და მისი კადრები ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბამდე UFC Embedded-შიც მოხვდა. თოფურიამ მისი გაყიდვა ოჯახური პრობლემებისა და ჯორჯინასთან დაშორების შემდეგ გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გეიჯი უშანსოდაა, მისი და ილიას ჩხუბი დროის კარგვაა“ | არმან ცარუკიანმა პიმბლეტი გააკრიტიკა
„გეიჯი უშანსოდაა, მისი და ილიას ჩხუბი დროის კარგვაა“ | არმან ცარუკიანმა პიმბლეტი გააკრიტიკა