„გეიჯი უშანსოდაა, მისი და ილიას ჩხუბი დროის კარგვაა“ | არმან ცარუკიანმა პიმბლეტი გააკრიტიკა
არმან ცარუკიანი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ორთაბრძოლას გამოეხმაურა. ცარუკიანმა პიმბლეტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გეიჯისა და ილია თოფურიას ჩხუბის გამართვას არანაირი აზრი არ აქვს.
„პიმბლეტი მეზიზღება. ის ნამდვილი ძუკნაა და მისი და გეიჯის ჩხუბით დიდი სიამოვნება მივიღე, რადგან პედი მაგრად ცემეს. პიმბლეტი დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას არ იმსახურებდა და UFC-იმ დაინახა, რომ შანსი ნაგვის ურნას მისცა.
რაც შეეხება ორთაბრძოლას, დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია, ორივე მათგანი ერთ დღეს ვცემო. 2 VS 1-ზეც მოვუგებ. გეიჯი კარგი მებრძოლია, მაგრამ მეორე რაუნდში უკვე დაღლილი იყო, პიმბლეტს კი MMA-სთვის საჭირო უნარები საერთოდ არ აქვს. მას უბრალოდ გამძლე ნიკაპი აქვს და სულ ესაა.
მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა კარგ მებრძოლს შეუძლია, პიმბლეტი დაამარცხოს. ერთადერთი გამონაკლისი მაიკლ ჩენდლერია, რომელიც პედის მსგავსად TOP 15-ში UFC-ის წყალობით მოხვდა. ფიზიევი, ოლივეირა, სენ-დენი, მე, ჰოლოუეი, ჰუკერი — პედის შანსი არც ერთთან აქვს.
ილია თოფურია? პიმბლეტი და გეიჯი მაგიდის ქვემოთ არიან, ილია მათზე მაღალ დონეზე — მაგიდაზეა. მათ შორის უდიდესი განსხვავებაა. გეიჯისა და თოფურიას ორთაბრძოლის ჩანიშვნას არანაირი აზრი არ აქვს, ეს დროის კარგვაა. ჯასტინი უშანსოდაა. გეიჯის ჭიდაობა რომ შეეძლოს, შანსი ექნებოდა, მაგრამ ასე არაა. რაც შეეხება კრივს, როდესაც გეიჯი ჯებს იყენებს, ხელებს დაბლა უშვებს, რათა აპერკოტი დაარტყას, ამ დროს კი ილია ოვერჰენდით დაანოკაუტებს. გარდა ამისა, გეიჯის გამძლე ნიკაპი საერთოდ არ აქვს. პიმბლეტმა რამდენჯერმე სუსტად მოარტყა და ფეხები აუკანკალდა — კინაღამ დაეცა.“
შეგახსენებთ, რომ გეიჯიმ და პიმბლეტმა მსუბუქი წონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბეს. ამერიკელმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და დიდი ალბათობით, მისი მომდევნო მეტოქე თოფურია იქნება.