ლევანტე, სელტა, გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

ესპანური მედია - სელტა ქოჩორაშვილის კანდიდატურას განიხილავს

ახალი არავისთვის არის, რომ გიორგი ქოჩორაშვილს სპორტინგში სათამაშო დრო არ ეძლევა და მისი წასვლის შესახებ ბევრი იწერება.

ბოლო პერიოდში ქართველ ნახევარმცველს ლევანტეს უკავშირებენ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

ესპანური გამოცემა Moiceleste წერს, რომ ვიგოს სელტა გიორგის ვარიანტს განიხილავს:

„გიორგი ქოჩორაშვილი კვლავ მოხვდა სელტას ინტერესთა არეალში. ის ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, ვისაც კლუბი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად განიხილავს. ამ ეტაპზე საქმე მხოლოდ მცირე ინტერესს ეხება - მსგავსად სხვა კანდიდატებისა, მათ შორის ჯეფერსონ ლერმასი, რომელიც ამჟამად კრისტალ პალასში თამაშობს, თუმცა მისი ტრანსფერი მაღალი ხელფასის გამო გამოირიცხა.

გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ ფეხბურთში გამოცდილ მოთამაშედ ითვლება. კარიერა ჟირონას აკადემიაში დაიწყო, რის შემდეგაც ითამაშა პერალადაში, ლევანტე B-ში, კასტელონში და შემდეგ ლევანტეს პირველ გუნდში, სადაც სეგუნდა დივიზიონში გამორჩეული თამაში აჩვენა.

გასულ ზაფხულს მან პორტუგალიური გრანდის, სპორტინგის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მისი ტრანსფერის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ლისაბონურ კლუბში ქოჩორაშვილს სათამაშო დრო შეზღუდული ჰქონდა — ჩემპიონატში მხოლოდ 475 წუთი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 62 წუთი ითამაშა.

ამასთან, სელტა არ გამორიცხავს შემადგენლობის შევსებას ფერ ლოპესის დამატებით, რათა ის სიცარიელე შეივსოს, რომელიც ფრან ბელტრანისა და დამიან როდრიგესის არყოფნამ დატოვა — ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს უგო ბურსიო ასრულებს. კლუბი სრულ ნდობას უცხადებს აკადემიის აღზრდილს, თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით მან მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა რაიო ვალიეკანოს წინააღმდეგ შეხვედრაში.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, გიორგი ქოჩორაშვილმა ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე პასი შეასრულა. აშკარაა, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის მან სპორტინგი უნდა დატოვოს, თუნდაც იჯარის წესით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებული“ - ასათიანი საფრანგეთთან მატჩის წინ
“ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებული“ - ასათიანი საფრანგეთთან მატჩის წინ