უკრაინული მედია: წიტაიშვილი კიევის დინამოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
უკრაინული გამოცემა Dynamomania გიორგი წიტაიშვილთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველ ფეხბურთელს უკრაინაში დაბრუნება არ სურს და ის მიმდინარე წლის ივნისში თავისუფალი აგენტი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ჯვაროსნების შემტევი მეცში იჯარის წესით თამაშობს. ამ სეზონში მან უკვე 19 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კიევური კლუბის პრიორიტეტი გიორგის შენარჩუნება ან მისი სარფიანად გაყიდვა იყო, მაგრამ წიტაიშვილი ამას არ აპირებს.
რაც შეეხება მის მომავალს, შესაძლოა 25 წლის ფეხბურთელი 2026/2027 წლების სეზონში ვერც მეცში ვიხილოთ.
Footmercato-ს ინფორმაციით, გიორგის ლიონი, ლილი, ლაციო და ვილიარეალი აკვირდებიან. ამ გუნდებს ყველაზე მეტად ის ფაქტი მოსწონთ, რომ წიტაიშვილი ზაფხულში თავისუფალი აგენტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი მეცში გადასვლამდე ვორსკლაში, ჩორნომორეცში, ვისლაში, ლეხ პოზნანში, დინამო ბათუმში, გრანადაში და კიევის დინამოში თამაშობდა. 2018 წლიდან ის უკრაინული კლუბის საკუთრებაა და სხვა ყველა გუნდში იჯარის წესით ასპარეზობდა.