“საუკეთესო ბომბარდირი ბრუნდება“ - ფრანგული მედია ზურიკოზე
როგორც მოგეხსენებათ, ტრავმის გამო ზურიკო დავითაშვილმა სენტ-ეტიენის ბოლო ორი მატჩი გამოტოვა.
ფრანგული მედია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ქართველი შემტევი გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არის.
რას წერს Peuple-vert.fr?
სამშაბათს იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. ზურიკო დავითაშვილი ვარჯიშზე დაბრუნდა. მის გარეშე სენტ-ეტიენის შეტევას ბრწყინვალება აკლდა. ლუკას სტასინი თანდათან იბრუნებს რიტმს, თუმცა გოლების რაოდენობა სექტემბრის შემდეგ ოთხზეა გაჩერებული — უსასრულო დრო იმ თავდამსხმელისთვის, რომელსაც ლიგა 2-ში გამორჩეულ თამაშს უწინასწარმეტყველებდნენ.
რვა გოლით დავითაშვილმა უკვე დაადასტურა, რომ ამ ლიგის დონეზე კონკურენციის გაწევა შეუძლია. მოულოდნელობების გარეშე, სენტ-ეტიენი საკუთარ მოედანზე ბულონის წინააღმდეგ შეხვედრაში თავის საუკეთესო ბომბარდირს დაიბრუნებს. ქართველის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ორგანიზებული და კომპაქტური მეტოქის წინააღმდეგ.“
შეგახსენებთ, რომ 20 ტურის შემდეგ, სენტ-ეტიენი 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ზურიკოს გუნდი ბულონს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და მთავარ ბომბარდირს გინგამის შემტევს მაფუტას 2 გოლით ჩამორჩება.
???? Centre sportif Robert-Herbin pic.twitter.com/oEvHqiOAe0
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) January 27, 2026